მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს პროექტის განხორციელებას შეაფერხებს

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს პროექტის განხორციელებას შეაფერხებს.

„ძალიან ვწუხვარ თუ ასეთი გადაწყვეტილება ექნება მიღებული კონსორციუმს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შეაფერხებს ამ პროექტის სწრაფად განხორციელებას. მაშინ როცა კონსორციუმი აცხადებდა, რომ პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ, ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები, რაიმე სახის საკუთრებაში ამ პროექტის მიწერა გვერდზე უნდა გადავდოთ ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებსა და პროექტზე. ვაღიაროთ, რომ ვერ ვახორციელებთ, არა ჩვენ არამედ კონსორციუმს მოვუწოდებთ და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდნენ პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ. კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა