საპენსიო ინდექსაცია, რომლის თანახმადაც პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება, სავარაუდოდ, 2020 წელს დამტკიცდება

პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, 2020 წელს დამტკიცდება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, პენსიის ინდექსაციის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.

„საპენსიო ინდექსაციაში გათვალისწინებული იქნება ასაკში სხვაობა. საპენსიო ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან. გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის და სანამ შეთანხმება საბოლოო არ იქნება, მანამდე ვერ იქნება წარმოდგენილი. გვინდა, რომ ინდექსაცია გაკეთდეს 2021 წლიდან, ამიტომ 2020 წელს ამ კანონის მიღებას ყველა ვარიანტში ვგეგმავთ, თუ რა თქმა უნდა, პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო