გია ვოლსკი ოპოზიციის აქციაზე - იმ განცხადებების ფონზე, რაც რევოლუციას და სისხლის დაღვრას ეხება, არ ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა არის საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა

თავად ამ მოძრაობის ლიდერის სააკაშვილის და მისი ემისარის გუბაზ სანიკიძის მხრიდან პოლიციელების მუქარის და იმ განცხადებების ფონზე, რაც რევოლუციას და სისხლის დაღვრას ეხება, არ ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა არის საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიას განუცხადა, რითაც ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა მთავარი ამოცანა ვერც იქნება, რადგან ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროექტი არის ანტიკონსტიტუციური, „რაც თვითონაც იციან".

„პარლამენტს აქვს გადაწყვეტილება მიღებული 2020 წელს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების თაობაზე. უფრო მეტიც, ახლა ინიციატივა გამოჩნდა, რომელიც 2024 წელს მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. ასე,რომ საზოგადოებაში საკმაოდ გაფანტულია და ეკლექტურია, თვითონ პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც დღეს ერთად არიან, მაგრამ ხვალ ვერანაირად ვერ აიღებენ კოალიციურ პასუხისმგებლობას საქართველოს უსაფრთხოებაზე. ეს თუ არ გავაანალიზეთ და მხოლოდ ზედაპირზე ვიარეთ, მძიმე იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს