მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეგა-პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობა შესთავაზა.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ხორციელდება მეგა-პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სულისჩამდგმელი არის ბიძინა ივანიშვილი. მან ამ პროექტისთვის ერთი მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ცენტრის სტიპენდიანტთა ჩართულობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიმართულებით მე, როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭოს წევრს, აქტიური კომუნიკაცია მექნება თითოეულ თქვენგანთან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა