სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა.

„სემეკის“ ინფორმაციით, შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას.

მათივე ცნობით, შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას.

„შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას.

კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია „სემეკის“ ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო