დონალდ ტუსკი - თუ ჩვენ ვერ დავიცავთ უკრაინას რუსული აგრესიისგან, ეს ევროპის პრობლემაც იქნება

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვას, მასაც პრობლემები შეექმნება.

„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ დავიცვათ უკრაინა რუსული აგრესიისგან, ეს მხოლოდ უკრაინის კი არა მთლიანად ევროპის პრობლემა იქნება. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ემანუელ მაკრონიც ამ მიმართულებით ძალიან თანმიმდევრული იქნებოდა“,-განაცხადა ტუსკმა.

მან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში „ბრექსითზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს „ყველაზე სევდიანი და მტკივნეული გამოცდილებაა“, რაც ევროპულ საბჭოში მუშაობის დროს ჰქონდა.

დონალდ ტუსკმა ემანუელ მაკრონი ნატო-ს შესახებ განცხადებების გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, „თუ ჩვენ გვსურს მაკრონს მოვეპყრათ ისე, როგორც მომავალში მთლიანი ევროპის ლიდერს, მაშინ მან უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის მიმართ“.

ინფორმაციას „გარდიანი“ აქვეყნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა