თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთთვიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განახორციელა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა რეგიონული მასშტაბით, საზოგადოების ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდება იმ საგანმანათლებლო სერვისების შესახებ, რომლებიც დღეს პროფესიული განათლების სისტემაშია ხელმისაწვდომი.

უწყების ცნობითვე, საინფორმაციო შეხვედრები 7 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვნენ.

მორაგბეებმა საკუთარი წარმატებული ისტორიები და სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაცია 800-ზე მეტ მოსწავლეს გაუზიარეს, რაც დამატებითი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარ მომავალს.

დასკვნით ღონისძიებაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას და კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის: „სწორედ კერძო სექტორის ინიციატივები და ჩართულობა განაპირობებს სისტემის წარმატებას. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ავამაღლოთ ხარისხი ჩვენ სისტემაში იმისათვის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა