საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სუს-ში დაიბარეს, თუმცა, გვარამიამ იქ მისვლაზე უარი განაცხადა.

სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გვარამიას სუს-ის წარმომადგენლები დაკითხავენ.

პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ გუშინ, სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით, 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

სავარაუდოდ, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით გვარამიას „ფეისბუქ სტატუსს“.

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა