განახლებული „მზიურის პარკით“ სარგებლობა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი

დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას მოიცავს.

„სამუშაოები, როგორც ხედავთ, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე დასასრულისკენ მიდის. ძალიან ბევრი ისეთი ახალი სივრცე იქნება პარკში, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს და „მზიურს“ ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი უბნის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილებენ ბავშვებს. აქ გათვალისწინებული იქნება გამწვანების სრულიად ახალი კონცეფცია, რაც ბევრი ახალი მცენარის დამატებას გულისხმობს. იმედი გვაქვს, უკვე გაზაფხულიდან ყველანი შევძლებთ ამ პარკით აქტიურად სარგებლობას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„მზიურის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვლება ყველა კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, გაკეთდება სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები, პარკური,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო