ფლირიდის ავიაბაზაზე სროლებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაიჭრა

ამერიკაში, ფლორიდის ავიაბაზაზე სროლების შედეგად, ორი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების „ტვიტერის“ გვერდზეა განთავსებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის გამო 11 ადამიანია დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი ფლორიდის შტატის პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო აეროდრომზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ პირი, რომელიც ისროდა, ლიკვიდირებულია.

ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა