ერაყში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 16 მომიტინგე და 3 პოლიციელი მოკლეს

ერაყში უცნობი შეიარაღებული პირები ტაჰირის მოედანთან ახლოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. დაღუპულია 16 მომიტინგე და 3 პოლიციელი,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდა ამისა, თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების გამოყენებთ 70 -მდე ადამიანი დაჭრეს.

ერაყის უზენაესმა შიიტმა ლიდერმა, აიათოლა ალი სისტანიმ მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში და უცხო ძალების ჩარევის გარეშე უნდა აირჩიოს.

შეგახსენებთ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულ-მაჰდიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომლებსაც ასობით დემონსტრანტის სიკვდილი მოჰყვა.

ერაყის კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურად გადაყენების დღიდან 15 დღის ვადაში უნდა აირჩიონ. ერაყის პარლამენტმა ადილ აბდულ-მაჰდის გადადგომა კვირას დაამტკიცა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა