23 წლის ქალი, რომელიც ინდოეთში გააუპატიურეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, გარდაიცვალა

23 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ინდოეთში გააუპატიურეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, ნიუ-დელის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში „როიტერსს“ განუცხადეს, მას გული გაუჩერდა.

ექიმების განცხადებით, ქალს სხეულის 95% ჰქონდა დამწვარი.

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ქალმა სასამართლოს მიმართა რამოდენიმე მამაკაცის წინააღმდეგ, რომლებმაც ის გააუპატიურეს. ერთ-ერთი მამაკაცი პოლიციამ დააკავა, თუმცა ის მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს.

აღნიშნული მამაკაცი, თანამზრახველებთან ერთად ქალს სწორედ იმ დროს დაესხა თავს, როცა ის სასამართლოში მიდიოდა. ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც „როიტერსი“ წერს, ქვეყანაში გაუპატიურების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩენებელია. მხოლოდ უთარ პრადეშის რეგიონში, 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე გაუპატიურების 4200 შემთხვევა დაფიქსირდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა