შსს-ს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან შეხვედრა გაიმართა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლობით განხორციელდა.

„ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს და სხვადასხვა ამპლუა მოირგეს. პატარა „პოლიციელებმა", „მეხანძრე-მაშველებმა", „ექიმებმა" და სხვა პროფესიების წარმომადგენლებმა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის შესახებ დაგროვილი ცოდნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუზიარეს. პატრულ-ინსპექტორებმა კი პატარებს გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეკითხვებიც დაუსვეს, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ღონისძიების დასასრულს, პატრულ-ინსპექტორებმა და ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, ბავშვებსა და მოზარდებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებენ. პროექტის მიზანია გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ავტოავარიების პრევენცია“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს