ვლადიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე - მე მინდა შედეგი და ამიტომ ვღელავ,  სხვა რატომ უნდა ვღელავდე?

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მხარე ადასტურებს.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, სამიტის ფარგლებში, ყველა პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„მე მინდა შედეგი და ამიტომ ვღელავ. შევხვდებით, ვნახოთ რა გამოვა. სხვა რატომ უნდა ვღელავდე? მე თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. სიმართლე ჩვენს მხარესაა და არსებობს სურვილი, რომ დავასრულოთ ეს ომი. ომის დასრულება დღითიდღე უფრო გაგვაძლიერებს“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას საფრანგეთის დედაქალაქში „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი გაიმართება. შეხვედრებში მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები მიიღებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს