ალეკო ელისაშვილი - დმანისში ღიმილის მომგვრელი დახვედრა მიანიშნებს, რომ ოქრიაშვილი გამოცდილი კაცია - 9 პარტია აქვს გამოცვლილი და იგრძნო, ქარი საით უბერავს

ვიდრე ასეთი სისტემა იარსებებს, სადაც მაჟორიტარების როლი იქნება მნიშვნელოვანი, მანამდე მაჟორიტარები იქნებიან მულტიმილიონერები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები. ხედავთ, დმანისი არის დაცლილი, კახა ოქრიაშვილი კი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ეს ფეოდალიზმი არის დასანგრევი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა დმანისში ყოფნისას, სადაც ის მაჟორიტარული სისტემისა და დეპუტატ კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა აგრარულ ბაზარი ცარიელი დახვდა.

ელისაშვილმა, მხარდამჭერებთან ერთად ფლაერები კახა ოქრიაშვილის ფოტოთი დმანისის მერიის შესასვლელ კარზე დაამაგრა.

„ეს ღიმილისმომგვრელი დახვედრაც ბანერით ქალაქის შემოსასვლელში იმაზე მიანიშნებს, რომ სხვებისგან განსხვავებით ეს დიდად გამოცდილი კაცია. 2004 წლიდან არის და ცხრა პარტია აქვს გამოცვლილი. იგრძნო საითაც ქარი უბერავს ახლა. როგორც ჩანს, ბარგს ალაგებს და უნდა აქეთ მხარეს გადმოსვლა, მძაფრი აქვს ინსტინქტი, იგრძნო, რომ „ქართული ოცნება“ შეირყა.

პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა, რამდენი ბანერიც არ უნდა გამომიკრან, „სმაილიკები“ და ალეკო მიყვარხარო დამიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი და ეს მაჟორიტარულ - შერეული სისტემა არის დასანგრევი. ოქრიაშვილებს თუ აქვთ ბიზნესის კეთების უნარი, იყვნენ ბიზნესში, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა