სლოგანით „სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის",  თბილისში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", - ამ სლოგანით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე ორგანიზატორებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ძალისხმევა არ დაიშურონ და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის უვნებლად დაბრუნება.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები: "თავისუფლება ვაჟა ექიმს", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა".

აქციაზე მოძრაობა "სირცხვილიაც" იმყოფებოდა. როგორც მისმა წარმომადგენელმა სოფო კუჭავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: თბილისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა