ნუგზარ წიკლაური - გამაოგნებელია, რომ  საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს და არავითარ განცხადებას არ აქვეყნებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება და გერმანიიდან რუსეთის ორი ელჩის გაძევების შემთხვევა.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ამ დღეებში, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა პროკურატურის ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. წიკლაურის თქმით, პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში უშუალოდ ჩართული იყვნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურები.

„აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გერმანიის მთავრობამ, ორი დღის წინ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის ორი დიპლომატი. კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, ის მოლაპარაკებებს გამართავს პუტინთან და თუ ეს მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ახალი სანქციები იქნება. აღნიშნული ვითარება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ აქტიურად და პრინციპულად დაიცვას საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. გერმანიის ფედერაციის განცხადების შემდეგ, ჩვენ გვყავს მოკავშირე იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები უფრო ეფექტურად იყოს დაცული. ამ უნიკალური შანსის მიუხედავად, გამაოგნებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს, არავითარ ოფიციალურ პოზიციას და განცხადებას არ აქვეყნებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ხელს უწობს ერთადერთ ქვეყანას მთელს მსოფლიოში, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ახალა დუმილი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ახსამს წყალს. გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, დაიწყოს აქტიური საერთაშორისო კამპანია საქართველოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მოქალაქის ინტერესის დასაცავად, რომელიც მოკლეს რუსეთის სახელმწიფოს სპეცსამსახურებმა. ამ შესაძლებლობების არ გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რუსეთთან დათმობის სრულიად უმიზნო, უსაგნო და უშედეგო პოლიტიკას, იცავს არა საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს, არამედ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, რაც დამაზიანებელია ამ კონკრეტიულ შემთხვევაში და რაც უდიდესი საფრთხის შემცველია მომავალში საქართველოს მოქალაქეთათვის, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ რუსეთის მხრიდან ისეთ ტერორისტულ თავდასხმებს, როგორიც ზელიმხან ხანგოშვილის შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს