გიორგი გახარია - კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია - გუნდში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახა კალაძესთან და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, კალაძის მსგავსი რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება მმართველ გუნდში, „ქართული ოცნება“ უფრო წარმატებული იქნება.

„ბატონი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო და წარმატებული მერი, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენს ქალაქში. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და ყველაფერი, რასაც ამბობთ, კომენტარის გამო დასმული კითხვაა. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა