პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე  -  საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში ვართ - იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს მივულოცავთ

იმედი მაქვს, ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს უახლოეს პერიოდში მივულოცავთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა საერთაშორისო პარტიორთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.

პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე - საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში ვართ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა