გიორგი გახარია - ხელი უნდა შევუწყოთ როგორც ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, ასევე ინვესტორების მოზიდვასა და მათ დახმარებას

ხელი უნდა შევუწყოთ როგორც ჩვენი ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას, ასევე ინვესტორების მოზიდვასა და მათ დახმარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში სამუშაო შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა მოხდეს როგორც ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

„ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე დღევანდელ სამუშაო შეხვედრებში არის სამუშაო ადგილები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება. ხელი უნდა შევუწყოთ როგორც ჩვენი ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას, ასევე ინვესტორების მოზიდვასა და მათ დახმარებას. მოგეხსენებათ, ჩვენ ველოდებით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, რათა მან შექმნას კიდევ მეტი დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო