„ახალი საქართველო“  პროკურატურას მიმართავს,  შეისწავლოს თბილისის რაიონულ გამგეობებში შესული კალკულაციები და  სააფთიაქო ქსელებში გადარიცხული თანხები

პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველო“ პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს თბილისის ყველა რაიონულ გამგეობაში შესული კალკულაციები და სააფთიაქო ქსელებში გადარიცხული თანხები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად თბილისის 10 რაიონული გამგეობის მიერ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებისთვის, პენსიონერებისათვის და შშმ პირებისთვის, შვიდიდან რვა მილიონამდე ლარის გამოყოფა ხდება, თუმცა არსებული 20%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, რაიონული გამგეობის მიერ პრეპარატის შეძენა საწყისი ფასით ხდება.

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დასტურდება, რომ ფასდაკლების დღეებში აფთიაქების ნაწილი კალკულაციას გასცემს, რომელშიც პრეპარატის 20%-იანი ფასნაკლებობის ნაცვლად საწყისი ფასია მითითებული.

„ექსპერიმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფასდაკლების დღეებშიც რიგი აფთიაქები გასცემენ კალკულაციას, სადაც 20 პროცენტით ძვირი ფასია მითითებული. ასეთია მაგალითად, შპს ,,პ.ს.პ-ფარმა“, რომელიც ეკუთვნის დეპუტატ კახა ოქრიაშვილს. გამოდის, რომ დეპუტატი ბიუჯეტიდან იპარავს ფულს და ხალხის ხარჯზე ისქელებს ჯიბეს?!. ასევე ჩვენი ექსპერიმენტის დროს იგივე პრაქტიკა დაფიქსირდა სააფთიაქო ქსელში ,,ფარმადეპო“, რომელიც ,,ჯპს“-სთან ერთად სს ,,გეფა“-ს წარმოადგენს.

მივმართავ პროკურატურას, სადაც ოფიციალურ წერილსაც შევიტანთ დაიწყონ გამოძიება და შეისწავლონ თბილისის ყველა რაიონულ გამგეობაში შესული კალკულაციები და სააფთიაქო ქსელებში გადარიცხული თანხები. დაადგინონ რა თანხის გახარჯვა მოხდა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად. ჩვენი დათვლებით საუბარია ყოველ წელს 1 მილიონ ლარზე. მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოავლინდნენ დამნაშავეები. აქვე საინტერესოა ისიც, თუ აქამდე რატომ არ დაინტერესდა მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახური აღნიშნულით“, - განაცხადა ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა