თურქეთი საფრანგეთის პოლიციის მიერ „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ გამო, შეშფოთებას გამოხატავს

თურქეთი შეშფოთებას გამოხატავს საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ის, რომ, საფრანგეთის მთავრობამ ბოდიში არ მოიხადა, კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას“, -ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ანკარა მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას იმოქმედოს „ევროპული და უნივერსალური კანონდმებლობის“ შესაბამისად. ამასთან, თურქეთი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში მოგზაურობას გეგმავენ, ფრთხილად იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს. მოქალაქეები დაგეგმილ საპენსიო სისტემას აპროტესტებენ. პოლიციამ იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პიროტექნიკას ისროდნენ და ნაგვის ურნებს წვავდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რაც შეეხება თურქეთისა და საფრანგეთის ურთიერთობებს, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თავისი ფრანგი კოლეგა არაერთხელ გააკრიტიკა. ემანუელ მაკრონმა ერდოღანის კრიტიკა ბოლოს ნატო-ს შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო გამოიწვია. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მაკრონს თავად „მოუკვდა ტვინი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა