ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში, ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში, ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისია და სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ სიღნაღში სახანძრო-სამაშველო შენობა 1998 წლის შემდეგ არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება წლების განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.

ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღის სამმართველოს ავტოპარკს ახალი, Mitsubishi-ის მარკის სამაშველო ავტომობილი გადასცა. 2020 წლის დასაწყისში დაგეგმილია სიღნაღისთვის უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "Magirus"-ის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა