სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მხარდასაჭერად გარბენი გაიმართა

ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და მხატვრული ტანვარჯიშის კლუბის „პირველები“ ორგანიზებით, გარბენი გაიმართა, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიეძღვნა.

გარბენი მოიცავდა სამკილომეტრიან მანძილს ლისის ტბის ირგვლივ. პირველი ოთხი გამარჯვებული დაჯილდოვდა პროექტის მიერ დაწესებული პრიზებით. გარბენს ხელმძღვანელობდა „პირველების“ მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, სპორტის ოსტატი ფიქრია ფანქველაშვილი.

გარბენში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, ასევე სპორტის, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საზოგადოებამ, რომელიც მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გარბენი ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს