მამუკა ხაზარაძე - წასულია იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს მართავს

წასულია იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს მართავს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ 14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ შეკრებას გამოეხმაურა.

ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებას მხოლოდ იმის უნარი აქვს, რომ ქვეყანა გაუბედურებულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

„წასულია იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს მართავს. ხელისუფლება იმიტომ არის, რომ კაბინეტებში გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, რასაც ისინი ვერ აკეთებენ. ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ხედვა, არ გააჩნია გეგმა და აქვს მხოლოდ იმის უნარი, რომ ქვეყანა ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება პროტესტი და ვიქნებით ყველა იმ ადგილზე, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას გავუწიოთ სერიოზული კონკურენცია, რათა უახლოეს არჩევნებში სახლში გავისტუმროთ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებისგან და ხელი არ შეუშალოს ამ ღონისძიებას.

„გვსურს წინასწარ გაცნობოთ, 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს