დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ თუ განაცხადებს, რომ ჩვენც ვუერთდებით პროპორციულ არჩევნებს, მათ გვერდშიც დავჯდები და გავაგრძელებ მცდელობას ამის მოსაპოვებლად

ვხედავ, რომ ქალბატონი ნინო არ მოიშლის მოსკოვში სიარულს, იმიტომ რომ ასე წარმოუდგენია მას პოლიტიკურ პროცესებში თავისი მონაწილეობა, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ბურჯანიძის მოსკოვში ვიზიტები ქვეყნისთვის პრობლემაა, თუმცა არ არის პრობლემა იმისთვის, რომ ერთად მოითხოვონ სამართლიანი არჩევნები.

ნინო ბურჯანაძე, როდესაც მოსკოვში მიბრძანდებოდა 6 თვის, 1 წლის ან 3 წლის წინ, ისეთივე წინააღმდეგი ვიყავი და მგონია, რომ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია, როგორც ვთვლი დღეს. კიდევ ერთხელ პირად საუბრებში და თქვენი მეშვეობითაც ვეუბნები, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამით ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მიიღწევა.

მეორე, პროპორციული არჩევნების საკითხში მე ვარ იმ ბევრ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელთაგან არც ერთის პოზიციას არ ვიზიარებ. „შენების“ მოძრაობის პოზიციებს ვიზიარებ, მაგრამ კონკრეტულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნის საკითხში ვართ ერთად და „ქართული ოცნება“ თუ განაცხადებს, რომ ჩვენც ვუერთდებით ამ ყველაფერსო, მათ გვერდშიც დავჯდები და გავაგრძელებ მცდელობას პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს