ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით,  სექტორული უნარების ორგანიზაციის  პრეზენტაცია გაიმართება

9 დეკემბერს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სექტორული უნარების ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს აგრარულ სფეროში განათლების განვითარებას. აღნიშნულ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებას სამთავრობო უწყების, დონორი ორგანიზაციების, კერძო ბიზნესისა და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ორგანიზაციის დაფუძნების საჭიროება, სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტმა, აგარული პროფესიებისადმი ახალგაზრდების ნაკლებმა ინტერესმა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

სექტორული უნარების ორგანიზაცია აგრარულ სექტორში ბიზნესს სხვადასხვა ქვესექტორებიდან გააერთიანებს.

ორგანიზაციის დაფუძნება „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ (WBL) პროექტის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება აგრარული პროფესიული განათლების დუალური მოდელი და კოოდრინაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უწევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების ამაღლებას და სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ბაზარზე ორიენტირებულ სამუშაო ძალის განვითარებას.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა