ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საკონსულო მომსახურების ცენტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაათვალიერა. ცენტრი აღჭურვილია საკონსულო მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკით. ე.წ. ფრონტ-ოფისს ერთდროულად ორი მოქალაქის მიღება შეუძლია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო ცენტრში დაცულია უსაფრთხოების საჭირო სტანდარტები, მოსაცდელი და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა საჭირო მოთხოვნებს.

როგორც ცენტრის მონახულებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გააუმჯობესოს ადგილზე მოქალაქეთა მომსახურება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, საგარეო უწყება გადადის საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრების შემოღებაზე, რაც ეტაპობრივად ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დამკვიდრდება.

საკონსულო ცენტრის მონახულებისას მინისტრმა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია