არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, ფინანსურად ისე არავის უჭირდა, რომ შვილები დანაშაულებრივი ქმედებისთვის გაემეტებინათ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრის განცხადებით, დაკავებულთაგან ფინანსურად ისე არავის უჭირდა, რომ შვილები დანაშაულებრივი ქმედებისთვის გაემეტებინათ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა განაცხადა, მას აინტერესებს, თუ რატომ არ ჰყავს ამ საქმეს დაზარალებული.

„ამერიკის მოქალაქე, რომელიც ფოტოგრაფია, ბევრს უღებდა ფოტოებს, ახალისებდა, მერე ამ ფოტოებს ჩუქნიდა. „ფეისბუქზე“ ამ ბავშვების ბევრი ფოტო დევს. ეს ადამიანი მათ ეუბნებოდა, რომ ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდავდა. ნანახი მაქვს ფოტოები, რომელიც „ფეისბუქზე“ უდევთ და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფოტოები პორნოგრაფიულ ნიშნებს არ შეიცავს. არც ერთმა მშობელმა ეს არ იცოდა. ფოტოების სანაცვლოდ თანხა, არც ერთი თეთრი არ აუღიათ, ეს თამამად შემიძლია ვთქვა. ვისაც ვიცნობ, ჩემი დის ჩათვით, ყველა უდანაშაულოა. ჩვენს უდანაშულობას დავამტკიცებთ. ისე არავის უჭირდა, რომ საკუთარი შვილი ასე გაემეტებინა. დარწმუნებული ვარ, არც ერთმა მშობელმა არ იცოდა რას აკეთებდნენ. ვიღაც ხომ დაზარალდა, რატომ არ ჰყავს ამ საქმეს დაზარალებული მხარე?! ეს ბრალდება უსამართლოა და ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ, ჩემი და არის უდანაშაულო“, - განაცხადა დაკავებულის დამ.

დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობს, კიდევ ერთი ბრალდებული პირის ოჯახის ახლობელი. მისივე თქმით, ამ ოჯახიდან 2 არასრულწლოვან გოგონას უღებდნენ ფოტოებს. როგორც ის განმარტავს, ბავშვებს ფოტოებს „ჟურნალებისთვის უღებდნენ“ და მშობლებს ფოტოსესიისთვის რამდენიმეთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა, რა ეწერა კონტრაქტში, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ესენი არიან დაზარალებულები და არა დამნაშავეები, რომელთა შვილებიც ასეთი მდგომარეობისთვის გამოიყენეს. კონტრაქტზე ხელი მოაწერინეს, მერე ნდობის ფაქტორის გამო ესენი არ ესწრებოდნენ. არ მეგულება მშობელი, ვინც ფულის გამო ასეთ რაღაცაზე წავა. ფინანსურად არ გვიჭირს, ნორმალური სამსახური და ანზღაურება გვაქვს. როგორც ხდება, ყველაფერს ბავშვების მომავლისათვის ვაკეთებდით“, - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა.

მისი თქმით, ამერიკელ ფოტოგრაფს, რომელიც გამოძიების მტკიცებით ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს უღებდა, ოჯახი ენდობოდა. მისივე თქმით, „ფოტოგრაფს გვერდში ვიღაც ედგა და ის დაკავებულია“.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს, 15 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო