Welcome to Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ავიაკომპანიად LUFTHANSA დასახელდა

Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნომინაციაში LUFTHANSA კონკურენციას ქართული Myway Airlines და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უწევდნენ.

„2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ გამოავლინა.

საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA 14 წელია ოპერირებს. წელს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ სიხშირეებიც გაზარდა.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად.

წლევანდელი ღონისძიება პროექტისთვის საიუბილეო იყო და მისი ფორმატი წინა წლების მოვლენებისგან საკმაოდ განსხვავდება. წელს დაჯილდოებაზე საუკეთესოდ 26 ნომინანტი აღიარეს“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს