დიმიტრი ტატიშვილი - ზაზა ურუშაძე სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო და ჩემთვის სულ ასეთი დარჩება

ზაზა ურუშაძე სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო და ჩემთვის სულ ასეთი დარჩება. მასთან ურთიერთობით, სიცოცხლე მოგინდებოდა, - განაცხადა მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა, რომელმაც ურუშაძის ერთ-ერთ ბოლო ფილმში, „აღსარებაში“ მთავარი როლი ითამაშა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ტატიშვილი აცხადებს, ზაზა ურუშაძის გარდაცვალება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან რეჟისორს აქამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.

ცნობისთვის, მსახიობი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს