დონალდ ტრამპი - აშშ არ დაისვენებს, სანამ ირანსა და მთელს მსოფლიოში უკანონოდ დაკავებულ თითოეულ ამერიკელს შინ არ დააბრუნებს

შეერთებული შტატები არ დაისვენებს მანამ, სანამ ირანსა და მთელს მსოფლიოში უკანონოდ დაკავებულ თითოეულ ამერიკელს შინ, საყვარელ ადამიანებთან არ დააბრუნებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ირანსა და აშშ-ს შორის პატიმრების გაცვლას ეხმიანება.

ტრამპი ირანს „სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის“ მადლობას უხდის.

„ობამას ადმინისტრაციის დროს დაკავებული ტრამპის ადმინისტრაციის დროს დააბრუნეს. მადლობა ირანს სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის. ვხედავ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ,“- წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი შვეიცარიის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა პატიმრები გაცვალეს. ირანმა აშშ-ის მოქალაქე სიუე ვანგი დააბრუნა სამშობლოში, რომელიც სასჯელს შპიონაჟის ბრალდებით იხდიდა, აშშ-მ კი ირანელი მასუდ სოლეიმანი გაათავისუფლა პატიმრობიდან, რომელიც აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების დარღვევაში იყო ბრალდებული.

პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები შვეიცარიის შუამავლობით ხორციელდებოდა, რომელიც ირანში აშშ-ის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 1979 წელს ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა