8 დეკემბრიდან „საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის

8 დეკემბრიდან ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. როგორც „საქართველოს რკინიგზიდან“ „ინტეპრესნიუსს“ აცნობეს, ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

„მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

№802/801 - ყოველდღიური ჩქარი მატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 13:00 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:00 სთ -ზე;

№804/803 - ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი, თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 22:35 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 12:55 სთ -ზე;

№812/811 - დღეგამოშვებით მსვლელობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 0:45 სთ - ზე, ბათუმში ჩასვლა - 5:55 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 5:55 სთ -ზე.

№870/869 - ჩქარი ელეტრომატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 8:10 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 13:35 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 18:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:50 სთ -ზე.

№872/871 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 8:30 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 13:33 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 18:30 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:30 სთ -ზე.

№874/873 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 17:50 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 22:56 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 8:25 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 13:30 სთ -ზე.

№12/11 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 17:10 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე.

№18/17 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ქუთაისი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ქუთაისში ჩასვლა - 14:30 სთ - ზე; ქუთაისი - თბილისი, ქუთაისიდან 12:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე.

№602/601 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 6:15 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 22:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ -ზე.

№654/653 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 6:25 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 21:35 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ - ზე.

შეგახსენებთ, მატარებლების მოძრაობის გრაფიკებში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შევა ძალაში.

„საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს