მსოფლიო მასშტაბით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნული საკითხი ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 25-ე კონფერენციაზე განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილებისათვის ქმედებების გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ, უკანასკნელი 5 წელი იყო რეკორდულად ცხელი, რასაც თან ახლავს ბუნებრივი კატასტროფების, გვალვების და ხანძრების გახშირება.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა.

უწყების ცნობით, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოსა და ფონდს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი 1994 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული კონვენციაში არსებული მექანიზმების მუშაობასა და მოლაპარაკების პროცესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო