ანდრიუს კუბილიუსი - გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო მმართველი გუნდის პოზიცია, რადგან ეს მოდელი არჩევნების შედეგებს ყველაზე უფრო პროპორციულად წარმოადგენს

ევრონესტი არის მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაარსდა. მე მას ვუწოდებდი „აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვან საპარლამეტნო ინსტიტუტს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში და რა იქნება მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი მიმდინარეობს. დიალოგი აუცილებად გამოიღებს შედეგს. მმართველი გუნდის მხრიდან ივნისში მიცემული დაპირების არშესრულება ნამდვილად არ არის კარგი გადაწყვეტილება, რადგან ეს მოსახლეობის უნდობლობას იწვევს. შეხვედრის დროს ოპოზიცია გამოვიდა ინციატივით, რომ არჩევნები გერმანული მოდელის მიხედვით ჩატარდეს, რასაც კონსტიტუციის ცვლილება არ სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო მმართველი გუნდის პოზიცია, რადგან ეს მოდელი არჩევნების შედეგებს ყველაზე უფრო პროპორციულად წარმოადგენს. ამ სიტუაციაში დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედია მმართველი გუნდი აცნობიერებს, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი აქ ყოფნა და მონაწილეობა სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო