ლევან იოსელიანი - ნინო ბურჯანაძემ მორიგი სამარცხვინო ნაბიჯით „გაამდიდრა“ თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია

ნინო ბურჯანაძემ მორიგი სამარცხვინო ნაბიჯით „გაამდიდრა“ თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია. ჩავიდა მოსკოვში და ბოდიშები უხადა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებას, 20 ივნისის მოვლენების გამო," – ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მას არ სურს იყოს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ყელაფერს „პოლიტიკაა და მოსულა“-თი ამართლებს.

"ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაბედეს და ღირსება შეუნახეს საკუთარ ქვეყანას! იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ რამდენად ძლიერია ამ პატარა ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი და ჟინი! იმის გამო, რომ ვართ გაუტეხელი ხალხი და არ შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის მიტაცებასა და მოქალაქეების გატაცებას! ბოდიში მოიხადა, რომ მაკო გომურს მხოლოდ ცალი თვალის დაკარგვის ფასი დაუჯდა თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ორივესი! იმის გამო, რომ მეტი პოლიტპატიმარი არ იხდის სასჯელს დღეს ციხეში. ნინო ბურჯანაძე დღეს ზის ოპოზიციის მაგიდასთან, ხან დიპლომატიურ კორპუსთან და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს პროპორციული არჩევნებს მოთხოვნის გზით, ითხოვს იმას, რისი მიღწევისთვისაც თითი თითზე არ დაუდია და უფრო მეტიც, ბოდიში მოიხადა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა გაბედეს და იბრძოლეს ამ იდეის გამო. მინდა შევახსენო რომ 20 ივნისის პროტესტმა დაახევინა უკან გადამგდებ ხელისუფლებას. მე არ ვიცი, რას იტყვიან და იზამენ ამ ოპოზიციური გაერთიანების მონაწილე სხვა სუბიექტები, მაგრამ ვიცი ერთი რამ, არ მინდა ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც "პოლიტიკაა და მოსულა" - თი ამართლებს ყველაფერს. პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა ქალბატონო ნინო! " - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს