სერგი კაპანაძე - ოპოზიციის ლიდერები ევროპარლამენტარებს გავაცნობთ სტრატეგიას, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან

ევროპარლამენტარებს ოპოზიციის ლიდერები გავაცნობთ ჩვენს სტრატეგიას, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარები "არ ერიდებიან მთავრობის კრიტიკას, როდესაც ხედავენ, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის, დაპირებების არ შესრულების და ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში შეყვანის კუთხით".

"ოპოზიციის ლიდერები ცალკე შეხვედრას მართავენ ევროპარლამენტარებთან, სადაც გავაცნობთ ჩვენს სტრატეგიას, როგორ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის აქ მყოფი ევროპარლამენტარების მხრიდან. ისინი არ ერიდებიან მთავრობის კრიტიკას, როდესაც ხედავენ, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებების შეზღუდვის, დაპირებების არ შესრულების და ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში შეყვანის კუთხით. ამ თემებზე გვექნება საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ისინი გაარძელებენ მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიის პროცესის და დიალოგის. ეს არის ერთადერთი გზა როგორ გამოვიდეთ ამ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან. ხელისუფლებას საღი აზრი უნდა ეყოს, რომ თვალი გაუსწოროს ამ რეალობას და მათ შორის, გაითვალისწინოს ევროპელი პარტნიორების გზავნილები", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო