სერგი კაპანაძე - ხელისუფლება ან განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და ამას გააკეთებს ჩვენი შეთავაზების მიხედვით, ან პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და მათთვის იქნება უარესი

ხელისუფლებას არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ის ან განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და ამას გააკეთებს ჩვენი შეთავაზების მიხედვით, ან ეს პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და მათთვის იქნება უარესი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, სერგი კაპანაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მეორე რაუნდზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართება.

მისი თქმით, მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართება იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას. მისი თქმით, არც მშვიდობიანი პროტესტი შეჩერდება და არც პიკეტირება, ვიდრე მათი მიზნები არ იქნება მიღწეული.

"დღეს გაიმართება მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ მოძებნონ გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან. ოპოზიციამ უკვე წარადგინა ხედვა, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს არის კონკრეტული საარჩევნო რეფორმა და ერთადერთი გზა, რომ განიმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ დაველოდებით, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენი მეგობარი ელჩები და დიპლომატიური კორპუსები ჩართული არიან ამ პროცესში. ისინი აორგანიზებენ ამ შეხვედრას. ფორმასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ არსებობს. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ამ ფორმატებში მონაწილეობის მიღება იმ მიზნით, რომ ვიპოვოთ გამოსავალი", - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო