ინდოეთში ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შემთხვევა 6-სართულიან ქარხანაში მაშინ მოხდა, როდესაც მასში დასაქმებულ რამდენიმე პირს შენობაში ეძინა. ხანძრის ჩაქრობას 27 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

პოლიციის ინფორმაციით ჩანთების მწარმოებელ ქარხანაში სხვადასხვა სახის მასალა ინახებოდა, რამაც სავარაუდოდ ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.

მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენა მოდი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა. მან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ისინი კომპენსაციას მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო