კახა კალაძე - არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ დიალოგისთვის

არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ დიალოგისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის უკვე გამართულ და დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„შეხვედრაზე ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. მე მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა