ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ

მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მადლობა უფალს ყველა საქმის კეთების დროს უნდა შევწიროთ.

"დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ვერავითარი გონება ვერ ახსნის ღვთის წყალობას. მე მახსენდება ის დრო, როდესაც მე დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი ბრძანდებოდა. სულ ცოტა რაოდენობა იყო სამღვდელოებისა. ყველას ჰქონდა ფიქრი, რა ეშველება საქართველოს ეკლესიას. სასწაული მოხდა, გამრავლდა, გადიდდა საქართველოს ეკლესია. სულ 50-მდე მღვდელი იყო. ახლა თითო ეპარქიაში არის 50-ზე მეტი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. კარგი პრაქტიკა შემოვიდა ჩვენთან, ეპარქიიდან ჩამოდიან მღვდელმთავრები თავისი სამღვდელოებით და აქ ერთად ვასრულებთ წირვას, ლოცვას. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ჩვენ ლოცვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყალობას, მის დახმარებას და ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. აი, მე მინდა შეგახსენოთ, შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ.

სახარებაში ვკითხულობთ 10-ნი კეთროვანნი შეხვდნენ უფალს და ღაღადებდეს იესო მოძღვარ შეგვიწყალენ ჩვენ. შეებრალა უფალს ეს ავადმყოფი ადამიანები. თქვენ იცით კეთროვანი საშინელი ავადმყოფობაა. მათ არ ჰქონდათ უფლება ხალხში ყოფილიყვნენ, გარიყული იყვნენ უდაბნოში. მაცხოვარმა უთხრა მათ, რომ წადით, ეჩვენენით მოძღვარს. ამ წასვლის დროს, როცა ისინი წავიდნენ, განიწმინდნენ კეთროვნებისაგან. სასწაული მოხდა და ერთი მათგანი დაბრუნდა უკან დავარდა მუხლებზე მაცხოვრის წინ და დიდი ხმით ჰმადლობდა უფალს მისი დიდი წყალობისათვის, განიწმინდა. 10-ვე განიწმინდა და უფალი ეკითხება ამ ადამიანს 10-ვე არ განიკურნა, 9-ნი სადღა არიანო? ვერ ნახეს თავის თავში ძალა და მადლი, რომ დაბრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ უფლისათვის. გვეუბნება უფალი წადი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. იმათაც აპატია. ამიტომ მინდა შეგახსენოთ, როცა რასმე აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ თქვენ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს",- ბრძანა პატრიარქმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ