ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს

სასტუმრო „ბილტმორში“ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ოპოზიციის წარმომადგენლები ეროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მედიას განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ოპოზიციის იმ წინადადებების გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

"ჩვენს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპარლამენტში ძალიან აღელვებთ ის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური ჩიხი რომელშიც დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ ტყუილმა შეიყვანა, ამიტომ მთავარი თემა იქნება ამ პოლიტიკური კრიზისის განხილვა და იმ წინადადებების მიწოდება, რომელიც ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ მოვამზადეთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაში ამიტომ ევროპარლამენტარების პოზიცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. “ქართული ოცნების“ ნაბიჯებმა ფუნდამენტალურად დააზიანა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ევროპარლამენტშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვესაუბროთ ევროპარლამენტარებს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა შემცირდეს ის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო ქართული ოცნების ტყუილის და პოლიტიკურ ჩიხში შეყვანილი პროცესის შედეგად," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო