გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. რომ ახლა ის მომენტია, როცა ისინი ძალიან აქტიურები უნდა იყვნენ

ივანიშვილი რომ ამბობს, ნებისმიერი ხერხით შევინარჩუნებ ხელისუფლებასო, ეს კატეგორიულად მიუღებელია დასავლელი ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერების და ევროპარლამენტარების პოზიციები სრულ თანხვედრაშია. მისივე თქმით, სრული კონსენსუსია ევროპარლამენტარების დელეგაციაში "ქართული ოცნების" შეფასებასთან დაკავშირებით.

"ევროპარლამენტარებისთვის დღესავით ნათელია რაც ხდება ქვეყანაში. გულწრფელად გეტყვით, რომ საუბარიც კი არ დაგვჭირდა შეფასებებთან დაკავშირებით და მათგან მოვისმინეთ შეფასება, რა ხდება ქვეყანაში. სრულ თანხვედრაშია ჩვენი და მათი პოზიციები. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ახლა ის მომენტია, როცა ისინი ძალიან აქტიურები უნდა იყვნენ და კონკრეტული განცხადებები უნდა გააკეთონ ხელისუფლებასთან მიმართებაში. სრული კონსენსუსია ევროპარლამენტარების დელეგაციაში "ქართული ოცნების" შეფასებასთან დაკავშირებით. ის, რომ ივანიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ხერხით შევინარჩუნებ ხელისუფლებას, ეს კატეგორიულად მიუღებელია დასავლელი ჩვენი პარტნიორებისთვის და ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია აქვთ. ძალიან მომთხოვნები იყვნენ საუბრის დროს. მე ასეთი ტიპის საუბარი ევროპარლამენტარების მხრიდან პირველად მოვისმინე. არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო