ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს, 9 დეკემბერს, ოპოზიციის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმის ახალ კომპონენტებს გაივლიან.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს გუშინ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განუცხადა, "სამოქმედო გეგმაში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოისმენენ ხელისუფლებისგან შეხვედრაზე". მისივე თქმით, ხელისუფლებას საზოგადოებრივი პროტესტის ეშინია.

"გვექნება ოპოზიციის ფორმატში მორიგი შეხვედრა, სადაც სამოქმედო გეგმის ახალ კომპონენტებს ერთად გავივლით. ახალი თარიღებია. მომავალი კვირის სესია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიუჯეტი განიხილება და მომავალი კვირის სესიაზე სავარაუდოდ, შეეცდებიან ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, შეეცდებიან მოსამართლეების დამტკიცებას და ცესკო-ს ახალი წევრების დამტკიცებას. ყველაფერი ეს უნდათ რომ მოასწრონ მომავალ კვირაში, რადგან საზოგადოებრივი პროტესტის ეშინიათ. რაც შეეხება დიდ თარიღს, დიდი თარიღი უკავშირდება ეუთო/ოდირ-ისგან დასკვნის ჩამოსვლას", - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა