მეუფე მელქისედეკი - მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე მელქისედეკი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე სინოდს ჯერ არ უმსჯელია.

მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე. ამასთან, რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი, რის შემდეგაც, მიტროპოლიტმა ეპიფანემ აღნიშნა, რომ მას საქართველოს მხარდაჭერის და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების იმედი აქვს.

„ჩემი პოზიცია მგონი ყველამ იცის, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც ვიცი, რუის-ურბნისის ეპარქიის სამღვდელოება იყო ჩასული და სჯობს, მის მღვდელმთავარს ჰკითხოთ. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე არ გვიმსჯელია“, - განაცხადა მელქისედეკმა.

რაც შეეხება სინოდის სხდომის ჩანიშვნას, როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, კონკრეტული თარიღის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და ამას პატრიარქი გადაწყვეტს.

„წმინდა სინოდის მოწვევასთან დაკავშირებით ეს არის მისი უწმინდესობის პრეროგატივა, როგორც ჩათვლის მისი უწმინდესობა საჭიროდ, ისე იქნება, ან გაიმართება, ან - არა“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა