სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც სამართალდამცველები ცემაში დაადანაშაულა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბექაურის მიმართ გამოძიება დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო