არჩილ თალაკვაძე - გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს

დღეს გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შეხვედრები ყოველთვის საჭიროა.

„დღეს გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს. იქნება მისაღები ოპოზიციისთვისაც, ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ამის რესურსი არსებობს. მოგეხსენებათ, დღეის მონაცემებით, საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით. სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება განხილვა. როგორც იცით, დაწყებული იყო ისედაც სამუშაო საარჩევნო კანონმდებლობაზე და დღეს გვექნება შეხვედრა“,-განაცხადა თალაკვაძემ.

სასტუმრო „შერატონში“ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა