არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და ჩვენს გეგმებში არანაირად არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა თბილისში ან საქართველოს რეგიონებში

სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მუშაობს დეოკუპაციისთვის, მუშაობს რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და არანაირად მათ გეგმებში არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა რაიმე სახით თბილისში ან საქართველოს რეგიონებში.

"მე არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია რომ რაიმე ცენტრის გახსნა იგეგმება. მით უმეტეს, მინდა 100 პროცენტით დაგარწმუნოთ, რომ ასეთი გეგმა არ აქვს არც ერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვის, ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, არანაირად ჩვენს გეგმებში არ შედის რომ რუსეთმა გააფართოვოს თავისი ზეგავლენა რაიმე სახით თბილისში ან საქართველოს რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც გათავისუფლდება და დარწმუნებული ვარ, 21-ე საუკუნეში ამ დროსთან და ამ განვითარებასთან შეუთავსებელი მავთულხლართის კედლებიც მალე დაიშლება და ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება",- განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს