არჩილ თალაკვაძე 14 დეკემბრის აქციაზე - ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას და არავითარი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან

ღონისძიებას არავითარი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან, თუ ბლოკირების მცდელობებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, რითაც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„14 დეკემბერს იმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობა, რომ ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ,საქართველოს მიღწევები და გამოწვევები, რომელიც არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დეოკუპაცია უფრო აქტიურად წამოვწიოთ ევროპის დღის წესრიგში და ევროპის საბჭოს სამუშაო ფორმატებში. მეორეც, რა თქმა უნდა,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული იდეის, ევროპაში ინტეგრაციის და ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის გარშემო. სწორედ ამას ემსახურება ეს ღონისძიება. შესაბამისად, მას არავითარი კავშირი არ აქვს მას ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან, თუ ბლოკირების მცდელობებთან“,-განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია რამდენ ხანსაც ჩათვლის საჭიროდ, იქამდე გააგრძელოს საპროტესტო აქციები, თუმცა აღნიშნული კანონის ფარგლებში უნდა იყოს. მან მოუწოდა მხარეებს , რომ პროტესტის ფორმები ისე შეარჩიონ, რომ დაპირისპირების და პროვოკაციების საფუძველი არ გახდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს