დავით უსუფაშვილი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ უკვე წავიდა ხელისუფლებიდან - რას ნიშნავს ველოდებით რას გვეტყვის ოპოზიცია? ამ ქვეყანას ისინი მართავენ თუ მე და კაკო ასათიანი?

ჩვენ შევთავაზეთ გერმანული მოდელის საფუძველზე დამუშავებული ვერსია, რომელიც ამბოხებულ მაჟორიტარებსაც აკმაყოფილებს, მოპროტესტე ხალხსაც, პოლიტიკურ ძალებსაც, ივანიშვილის დაპირებას ასრულებს და ერთადერთი სამზარეულოში ჭურჭელს ვერ რეცხავს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ უკვე წავიდა ხელისუფლებიდან, რას ნიშნავს ველოდებით რას გვეტყვის ოპოზიცია? ამ ქვეყანას ისინი მართავენ, კაკო ასათიანი თუ მე? ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება კრიზისიდან გამოსვლის, თორემ ოპოზიციური სპექტრი და ყველანი შეთანხმებულები ვიყავით პროპორციულ არჩევნებზე. გააქანეს ამ ავანტიურით, ჩააგდეს ეს არჩევნები, ქვეყანა ჩააგდეს უბედურებაში და ახლა კიდევ ჩემგან ელიან რამეს? ჩვენ შევთავაზეთ გერმანული მოდელის საფუძველზე დამუშავებული ვერსია, რომელიც ამბოხებულ მაჟორიტარებსაც აკმაყოფილებს, მოპროტესტე ხალხსაც, პოლიტიკურ ძალებსაც, ივანიშვილის დაპირებას ასრულებს და ერთადერთი სამზარეულოში ჭურჭელს ვერ რეცხავს. გავაგზავნოთ ეს კანონპროექტი ნეიტრალურ ხალხთან უცხოეთში და მათ გვითხრან კონსტიტუციურია თუ არა. საკონსტიტუციო სასამართლოები იმიტომ არსებობს ქვეყნებში, რომ არის განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობაზე, ეს გაუგებარი ამბავი არ არის. უბრალოდ, როცა ეს ასე ხდება, მაშინ ადამიანები მიმართავენ იმ ინსტიტუტებს სადაც ასეთი საკითხები იხილება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა